ინდოეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ინციდენტი უტარ-პრადეშის შტატში, ქალაქ რაი-ბარელისთან ახლოს მოხდა. როგორც ცნობილია, სამგზავრო მატარებელი, რომელიც რელსებიდან გადავიდა, დედაქალაქ ნიუ-დელისკენ მიემართებოდა. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.