ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება
ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

დაახლოებით 970 მილიონი ამომრჩეველი პარლამენტში ქვედა პალატის 543 წევრს აირჩევს. არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და პირველ ივნისს დასრულდება, ხმის დათვლის პროცესი კი 4 ივნისს გაიმართება.

არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი იღებს მონაწილეობას და ის ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ ალიანსს უპირისპირდება.

ნარენდრა მოდის გამარჯვების შემთხევაში ის იქნება მეორე ინდოელი ლიდერი, რომელიც შეინარჩუნებს ძალაუფლებას მესამე ვადით.

ოპოზიციური ალიანსის გამარჯვების შემთვევაში კი, უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ინდოეთს, რადგან მათ საკუთარი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენიათ.

წინასწარმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ უმეტესობა ნარენდრა მოდისა და მისი პარტიის გამარჯვებას პროგნოზირებს.