ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა 17 მაისამდე გახანგრძლივდა, თუმცა შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შესაჩერებლად მიღებული შემზღუდავი რეგულაციების ნაწილი მოიხსნება, თუმცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 17 მაისამდე მაინც გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები „კოვიდ-19“-ის ახალი შეთხვევების მიხედვით წითელ, სტაფილოსფერ და მწვანე ზონებად არის დაყოფილი. იმ რეგიონებში, რომლებიც ახლა მწვანე ზონებად არის გამოცხადებული, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება. ნიუ დელი, მუმბაი და პუნა ჯერ კიდევ წითელ ზონებად რჩება. მათი სტატუსის გადახედვა ყოველ კვირას მოხდება.
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის სულ 42 533 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1 373 ფატალური.