ინდოეთში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა
ინდოეთში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კოლკატაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ამის შესახებ ინდური მედია იუწყება. მაშველების ინფორმაციით, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი არის მოყოლილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მათ გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. ხელისუფლების ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს ხიდზე შესაძლოა, ათობით პირი იმყოფებოდა. შვიდი დაშავებული სამედიცინო ცენტრში უკვე გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინდური მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, 16.45 საათზე მოხდა. დღის ამ მონაკვეთში კოლკატაში პიკის საათი იყო, ამიტომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე თითქმის 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. მანამდე კი, სამაშველო ოპერაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაიწყეს.