ინდოეთში რვა წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ექვსი ადამიანი ცნეს
ინდოეთში რვა წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ექვსი ადამიანი ცნეს

ინდოეთში რვა წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ექვსი ადამიანი ცნეს. მათ შორის არის ხელისუფლების ყოფილი წვერი, ოთხი პოლიციელი და არასრულწლოვანი. სულ გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში, მისი წამებასა და მკვლელობაში ბრალი რვა პირს აქვს წაყენებული. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.

მსხვერპლის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა ხელისუფლების ყოფილმა წევრმა და პოლიციის ოფიცერმა დაგეგმეს. ის მათი მკაცრად დასჯას ითხოვს.

ინციდენტი 2018 წლის იანვარში ქაშმირის შტატში მოხდა. მუსლიმი გოგონას ცხედარი ტყეში აღმოაჩინეს. როგორც გამოძიება ამტკიცებს, „გოგონას მიმართ ძალადობა საჩვენებელი აქტი იყო, რათა ქაშმირში მცხოვრები ერთ-ერთი მუსლიმი ტომი დაეშინებინათ“.