ინდოეთში რელიგიური ღონისძიების დროს ჭყლეტას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ჭყლეტის შედეგად არიან დაშავებულები, მათგან, სულ მცირე, 150 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაღუპულთა შორის 25 ქალი და ორი მამაკაცია.