ინდოეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ფერმერების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქ დელის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ინდოეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ფერმერების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქ დელის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
ფერმერებმა საპროტესტო მსვლელობა ადგილობრივი დროით 05:30 საათზე დაიწყეს. აქციაზე, დაახლოებით, 10 000 ადამიანი იმყოფება. ხელისუფლებამ მათ შესაჩერებლად ჰენჯაბის შტატის საზღვართან ბარიკადები აღმართა და მთავარი გზატკეცილი გადაკეტა.
როგორც ფერმერები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია მთავრობის წინადადება ხუთწლიანი კონტრაქტებისა და ფიქსირებული ფასების შესახებ, რომელიც შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა სიმინდი, ბამბა და წიწაკა. ფერმერები მოსავალზე მინიმალური გადასახადის დაწესებას ითხოვენ და მთავრობას მოუწოდებენ, შეასრულოს დაპირება შემოსავლის გაორმაგების შესახებ. როგორც ფერმერები აცხადებენ, მთავრობას ორი წლის წინ მიცემული დაპირებები არ შეუსრულებია.