ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირისა და ჯამუს შტატში შეტაკების შედეგად ოთხი ინდოელი სამხედრო და ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დასახლებაში ორმხრივი სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს და ჩხრეკის ოპერაცია დაიწყეს. დაუზუსტებელი ცნობით, ტერიტორიაზე შესაძლოა სამი ისლამისტი მებრძოლი იმყოფებოდეს.
ვითარება რეგიონში რამდენიმე დღის წინ გამწვავდა. მას შემდეგ, რაც დანაღმული ავტომობილი სამართალდამცველთა კოლონაში შევარდა. თავდასხმის შედეგად 44 სამართალდამცველი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადმა“ აიღო.