ინდოეთის ქალაქ დელიში და პანჯაბის პროვინციის რამდენიმე ქალაქში ნისლმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა, ხოლო ცუდი ხილვადობის გამო, ასამდე ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი გადაიდო.
უამინდობის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტემპერატურა ცხრა გრადუსამდე დაეცა.
რამდენიმე დღეა, დელიში ძლიერი ნისლია, რაც ამინდის მოულოდნელმა ცვლილებამ გამოიწვია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინდოეთში ასეთი დაბალი ტემპერატურა არ დაფიქსირებულა.