ინდოეთში მშენებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ინდოეთის მიზარამის შტატის ქალაქ საირანგში მოხდა.
დაღუპული არიან მუშები. შემთხვევის შედეგად ასევე არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მომხდარს გამოეხმაურა სამხრეთ აფრიკაში ბრიქსის სამიტზე მყოფი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელიც დაღუპულთა ოჯახებს 2 500 დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, დაშავებულებს კი – 600 დოლარის.