ინდოეთში, კერალას შტატში მეწყერს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აღემატება.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მეწყერმა რეგიონის მთავარი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა.
დროებითი ხიდის ასაშენებლად მობილიზებულია არმია.