ინდოეთში მამაკაცი საკუთარი ქორწილიდან ორ დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა, ქორწილში მყოფი 80 ადამიანი კი დაინფიცირდა

14:59, 02.07.2020

ინდოეთში, ბიჰარის შტატში მამაკაცი საკუთარი ქორწილიდან ორ დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა, ქორწილში მყოფი 80 ადამიანი კი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქორწილში 400 ადამიანი იყო მიწვეული. გავრცელებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ყველას ჩაუტარდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, ინდური ტრადიციის მიხედვით, ქორწილი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფიცირებულები საავადმყოფოში მოათავსეს.

მსგავსი