პეტერ მადიარი – უკრაინულ მხარესთან მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ათ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინაში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებებს ეხება

20:24, 24.11.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ათ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინაში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებს ეხება.

მადიარმა უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში „ახალი ფურცლის“ დაწყებაზე ისაუბრა.

„მინდა, გამოვხატო კმაყოფილება იმის გამო, რომ საკმაოდ მოკლე დროში, სულ რამდენიმე კვირაში, უკრაინულ მხარესთან მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა შევძელით ათ საკითხზე, რომლებიც უკრაინაში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებს ეხება“, – განაცხადა მადიარმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობისთვის, ერთად მიეგოთ პატივი იმ უკრაინელი სამხედროების ხსოვნისთვის, რომლებიც რუსული აგრესიისგან ქვეყნის დაცვის დროს დაიღუპნენ.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ მან ეს სასაფლაო პირველად 2024 წელს, ანუ მაშინ მოინახულა, როდესაც ჯერ კიდევ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. მაშინ ის უკრაინაში კიევში მდებარე „ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ჩავიდა.

„დღეს კი შესაძლებლობა მომეცა, მენახა, თუ რამდენად კარგად მოაწყვეს ის ამ დროის განმავლობაში და როგორი ღირსეული სახე აქვს ახლა“, – აღნიშნა მადიარმა.

მსგავსი