სანდრინგემის მამულში, უელსის პრინცისა და პრინცესას რეზიდენციაში ქურდობისა და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს

18:58, 24.11.2026

სანდრინგემის მამულში უელსის პრინცისა და პრინცესას სააგარაკო რეზიდენციაში ქურდობისა და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნორფოლკის პოლიციის განცხადებით, ტერიტორიის დასათვალიერებლად პოლიციამ ძაღლები, დრონები და ვერტმფრენი გამოიყენა, რის შედეგადაც მამულის ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

„ბიბისის“ ცნობით, ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა. კენსინგტონის სასახლეში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე კომენტარს არ აკეთებენ.

მედიის ცნობით, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ანმერ-ჰოლში მუდმივად არ ცხოვრობენ, თუმცა მამულს არდადეგებისა და დღესასწაულების დროს სააგარაკო რეზიდენციად იყენებენ. ათსაძინებლიანი სააგარაკო რეზიდენცია ანმერ-ჰოლი წყვილს 2011 წელს, ქორწილის შემდეგ გარდაცვლილმა დედოფალმა, ელისაბედ II-მ აჩუქა.

მსგავსი