ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის ერთ-ერთ სოფელში მეწყრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი ნანგრევებშია მოყოლილი
ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის ერთ-ერთ სოფელში მეწყრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი ნანგრევებშია მოყოლილი

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის ერთ-ერთ სოფელში მეწყრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი ნანგრევებშია მოყოლილი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეწყერი ოთხშაბათს ღამით ჩამოწვა და 17 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.

ძლიერი წვიმის გამო, ხუთშაბათს სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა. ამაჟამად ადგილზე სამძებრო-სამაშველო მოქმედებები განახლებულია.

მაჰარაშტრას შტატის მთავრობის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 105 ადამიანი.

ბოლო ორ კვირაში ძლიერმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე შტატში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, მაჰარაშტრას შტატის ნაწილში წვიმა მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.