ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 900 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენენი“ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღემდე, ინდოეთში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 3 მაისს ფიქსირდებოდა, როცა ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 644-ით გაიზარდა.
სულ ინდოეთში „კოვიდ 19“-ის 46 433 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1 568 ფატალურად დასრულდა. როგორც ქვეყნის სამედიცინო კვლევითი საბჭო იუწყება, ინდოეთში „კოვიდ 19“-ზე ტესტი უკვე 1 190 000-ს პაციენტს ჩაუტარდა.