ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.
ინდოეთის მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 386 452 ადამიანს დაუდასტურდა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 3 498 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.
პანდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის 18.7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 208 330 კი დაიღუპა.