ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდა
10 ივლისის შემდეგ პირველად, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 30 ათასზე დაბალია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსი 26 567 ადამიანს დაუდასტურდა, 385 ადამიანი კი დაიღუპა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 9 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 140 958 ადამიანი.