ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა
განახლებული მონაცემებით, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 85 940 შემთხვევა ფიქსირდება.
ინდოეთში ახალი კორონავირუსით უკვე 2 752 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 30 153 გამოჯანმრთელდა. ეს მონაცემები ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელს უსწრებს, რომელიც ამჟამად 82 941-ს შეადგენს.
„სიენენი“ წერს, რომ ქვეყნები პანდემიის გავრცელების სხვადასხვა ეტაპებზე არიან. ინდოეთში, სადაც საყოველთაო კარანტინი ჯერ კიდევ ძალაშია დღეში ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ჩინეთში ბოლო რამდენიმე კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა დაბალია, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.