ინდოეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ინდოეთში დღეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, 1.3 მილიარდი ადამიანის აცრა იგეგმება. პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიენიჭებათ.

ინდოეთი „ასტრაზენეკასა“ და ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გამოყენებას გეგმავს.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად, 10.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა ამ დრომდე 151 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.