ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 7 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი უკვე 173 763 ადამიანს დაუდასტურდა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით ინდოეთი ახლა მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, 265-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ფატალური შემთხვევების რაოდენობა უკვე 4 971-ს აღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ქვეყანაში შეზღუდვების შერბილება მიმდინარეობს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დღეს ინდოეთის მოსახლეობას მიმართა და გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.