ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ინდოეთის სასოფლო-სამეურნეო რაიონებზე მოდის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში ინფიცირების 52 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1,6 მილიონამდე შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“-ს 775 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 35 000-ს აღწევს.
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიხედვით, ინდოეთი მესამე ადგილზეა.