ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 39 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 543 ადამიანი კი გარდაიცვალა
ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 39 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში კორონავირუსი უკვე 1 077 618 ადამიანს დაუდასტურდა.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 543 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 26 816-ს აღწევს.
ინდოეთი აზიაში კორონავირუსული ინფექციით ყველაზე მეტად არის დაზარალებული, ინფიცირების შემთხვევებით კი აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილზეა.