ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 257 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 4 194 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსის 26 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 295 525 ადამიანი.