ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 34 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევებით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 687 ადამიანი ემსხვერპლა, კორონავირუსული ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 25 602-ს მიაღწია.