ინდოეთში კორონავირუსის შედეგად ერთ დღეში 800 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 54 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსული ინფექცია 1,6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 35 000-ზე მეტი პაციენტი.
ინდოეთში კარანტინი მარტში გამოაცხადეს, ხოლო ივნისიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ 5 აგვისტოდან კორონავირუსის გამო მიღებული ზომების ნაწილი კვლავ მოიხსნება. მათ შორის გაიხსნება სასტუმროები და სპორტული დარბაზები.