ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, “კოვიდ 19″ – ის 40 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორულად მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 681 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას, უცხოური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19”- ის 1 118 043 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 27 497 ადამიანი.