ინდოეთში კორონავირუსის 86 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 86 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის 86 498 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო 66 დღის განმავლობაში ინდოეთში ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 2 123 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან, ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 29 მილიონამდე შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 351 309 შეადგინა.