ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის სულ 158 333 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყენაში კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რიცხვი 194-ით გაიზარდა და ახლა 4 531-ს შეადგენს.
ქვეყანაში უკვე ორ თვეზე მეტია, საყოველთაო კარანტინი მოქმედებს.