ინდოეთში კორონავირუსის 323 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 771 ადამიანი
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 323 144-ით გაიზარდა. ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 2 771 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.