ინდოეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 16 იტალიელი ტურისტია
ინდოეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 16 იტალიელი ტურისტია. ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამიერიდან ყველა საერთაშორისო მგზავრი აეროპორტებში სპეციალურ სკრინინგს გაივლის.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.