ინდოეთში კორონავირუსის 173 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 173 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის 173 921 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო 45 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 617 ადამიანი.

უკვე 16 დღეა ინდოეთში გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან განიკურნა 284 601 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან, ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 27 729 000-ზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 322 512 შეადგინა.