ინდოეთში კორონავირუსის 132 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 713 ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 132 364 შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 2 713 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 28,6 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 340 702 შეადგინა.