ინდოეთში ჰიმალაის მყინვარიდან ყინულის მოწყვეტის შედეგად, სავარაუდოდ 150 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ჰიმალაის მყინვარიდან ყინულის მოწყვეტის შედეგად, სავარაუდოდ 150 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში, ჰიმალაის მყინვარიდან ყინულის მოწყვეტის შედეგად, სავარაუდოდ 150 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები და დაკარგულები. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ახლოს მდებარე რამდენიმე სოფლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი ამბობს, რომ მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის სამსახურებთან.