ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჰიმალაის მთებში კოკისპირულმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი, ათეულობით კი დაკარგულად ითვლება.
„ბოლო 48 საათის განმავლობაში უწყვეტი ნალექის გამო, ინდოეთს ტრაგედია დაატყდა თავს“, – განაცხადა შტატის მინისტრმა, სუხვინდერ სინგმა.
როგორც მედია წერს, შტატის დედაქალაქში, შიმლაში ტაძარი ჩამოინგრა, საიდანაც, სულ მცირე, ცხრა ცხედარი ამოიყვანეს.
ქალაქში დაიხურა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტები. მოსახლეობის ნაწილი გადაყვანილია თავშესაფარში.