ინდოეთში გასული დღე - ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 69 878 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 945 ადამიანი
ინდოეთში გასული დღე - ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 69 878 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 945 ადამიანი

ინდოეთში გასული დღე – ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 69 878 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსით 945 ადამიანი დაიღუპა. უკვე მეოთხე დღეა, ინდოეთში „კოვიდ-19“- ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 60 ათასზე მაღალია.

ინდოეთი, ამერიკისა და ბრაზილიის შემდეგ, ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, თითქმის სამი მილიონი შემთხვევით.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“- ით 55 794 ადამიანი დაიღუპა.