ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ მუმბაიშია, სადაც ვირუსის 3 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 470 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 14 894 ადამიანი.
ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დედაქალაქში, დროებითი საავადმყოფო შენდება, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს უმკურნალებენ. საავადმყოფო 10 000 პაციენტის მიღებას შეძლებს.