დელიში ერთი ოჯახის 10 წევრი ჩამომხრჩვალი იპოვეს. პოლიციის ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სულ 11 ცხედარია ნაპოვნი. მათგან 10 ჭერზე დამაგრებულ თოკზე იყო ჩამოკიდებული, ხოლო ერთი, 70 წლის გარდაცვლილი ქალი იატაკზე ნახეს. ცხედრების უმეტესობას თვალები ახვეული და ხელები ზურგსუკან ჰქონდა შეკრული.
მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობი რჩება. პოლიცია მკვლელობას არ გამორიცხავს, თუმცა სამარათალდამცველები ამბობენ, რომ ადგილზე ნაპოვნია რიტუალური დანიშნულების საგნები და გარდაცვლილთა წერილები.
გამოძიება ამ დრომდე კითხავს მეზობლებს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სამართალდამცველები ფარული კამერების ჩანაწერებსაც სწავლობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოჯახი, სადაც ტრაგედია დატრიალადა ბურარის რაიონში, სამსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომელის პირველი სართული მაღაზიად იყო გადაკეთებული.
გარდაცვლილთა ცხედრები მეზობელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.