ინდოეთში ძლიერი სიცხისგან ბოლო სამ დღეში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ძლიერი სიცხისგან ბოლო სამ დღეში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, 33 ადამიანი უთარ პრადეშის შტატში გარდაიცვალა, 20 კი – ოდიშაში. მათ შორის არიან სამართალდამცველები და საარჩევნო კომისიის თანამშრომლები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო არჩევნების ფარგლებში საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიცხისგან 56 ადამიანი დაიღუპა გაზაფხულზეც, პირველი მარტიდან 30 მაისამდე პერიოდში. საერთო ჯამში, სხეულის გადახურების დიაგნოზით საავადმყოფოს 24 849 ადამიანმა მიმართა. თუმცა მათი რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.