ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი ჩვილის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს
ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი 14 დღის ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს. ინდოეთს პოლიციამ ასევე დააკავა კიდევ ორი ქალი, რომელთა დაკითხვა სხვა მსგავს შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ახალგაზრდა ქალმა ინდოეთის ჯხარკხანდის შტატში გააჩინა, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის კუთვნილ ერთ-ერთ ბავშვთა სახლში გაგზავნეს. ბავშვის დაბადების შესახებ მონაზვნებს ადგილობრივი „ბავშვთა დაცვის კომიტეტისთვის“ უნდა ეცნობებინათ, თუმცა მათ ეს არ გაუკეთებიათ.
გავრცელებული ცნობით, ბავშვი მეზობელ უტარ-პრადეშის შტატში მცხოვრებ ოჯახურ წყვილს მიჰყიდეს. ამის შემდეგ კომიტეტმა განცხადებით პოლიციას მიმართა. გამოძიების თანახმად ეს ბავშვის გაყიდვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა.