ინდოეთში ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა.
როგორც „სიენენი“ წერს, დაღუპულთა შორის 108 ქალი და შვიდი ბავშვია.
შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ, მათი ვარაუდით, ღონისძიებას 80 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დაწყებულია გამოძიება.