ინდოეთში ბოლო ერთ დღეში 19 906 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 410 ადამიანი კი გარდაიცვალა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მორიგი დღიური რეკორდი დაფიქსირდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 19 906 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში ვირუსს, 410 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, ქვეყანას 528 859 ინფიცირებული და 16 ათასზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს.
ვირუსი ამ დროისთვის უკვე დაძლია 309 712-მა პაციენტმა.