ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 312 ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 312 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 14 011 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 440 215 შემთხვევა, მათ შორის 14 933 ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა.
გამოჯანმრთელებულია 248 000 ადამიანი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიხედვით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.