ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 28 637 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 28 637 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ის 849 553 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 674 ადამიანი.
ინდოეთი ვირუსის გავრცელების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 292 258 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.