ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 240 842 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 741 ადამიანი
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 240 842 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 741 ადამიანი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 240 842 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  3 741 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 26 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 299 266 ადამიანი.