ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 17 ათასი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 500 000-ს გადააჭარბა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ით 15 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.