ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა, 20 სექტემბრის შემდეგ, რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 89 129 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 714 პაციენტი.
ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტის დასაწყისიდან გაუარესდა. კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის უმდიდრეს შტატ მაჰარაშტრაშია, სადაც ფინანსური ცენტრი ქალაქი მუმბაი მდებარეობს. შტატის ხელისუფლება სრული კარანტინის განცხადებას არ გამორიცხავს.