ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 77 266 ადამიანს.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 3 მილიონ 39 ათასი შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში გარდაიცვალა 1 057 ინფიცირებული. დაავადებას ქვეყანაში სულ 61 529 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.