ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 63 490 შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაიცვალა 944 ადამიანი. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ინდოეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის 2,58 მილიონზე მეტი შემთხვევა. დაავადება ფატალური 49 980 პაციენტისთვის აღმოჩნდა.
ინდოეთი აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით.