ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 45 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის რეკორდული რაოდენობის 45 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1129 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში საერთო ჯამში ახალი კორონავირუსი 1.24 მილიონ ადამიანს აქვს დადასტურებული და ამ მონაცემებით, ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დღემდე ვირუსს 29 861 ადამიანი ემსხვერპლა.